ლენტეხის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ 22 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც ,,კენკროვანი კულტურების“ მოშენებას სახელმწიფო ,,დანერგე მომავალის“ ახალი ხაზით დაეხმარება.
,,ლურჯი მოცვის“, ,,მაყვლის“ და ,,ჟოლოს“ მოყვანის მსუვრელებს სახელმწიფო შესაძენი ნერგების 100% დაუფინანსებს, ასევე დაფინანსდება წვეტოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც. საჭიროების შემთხვვეაში დაფინანსდება ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულების 100%-იც.
ინფორმაციას აღნიშნულზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.
ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. განსხვავებული პირობები მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501.
კენკროვანი კულტურების გაშენების პროგრამა შემდეგ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება:
იმერეთში – საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;
გურიაში – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში;
რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში;
სამეგრელო–ზემო სვანეთში – წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში;
მცხეთა–მთიანეთში – მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.
Hi, this is a comment.
To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
Commenter avatars come from Gravatar.