default logo

საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში

საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის მიერ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაიხსნა, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მეკლდეურობაში. შეჯიბრება ტარდება საერთაშორისო წესების მიხედვით რთულ და სწრაფ ცოცვაში ვაჟებში და გოგონებში. გამარჯვებულები და პრიზიორები ორივე სახეობაში გამოვლინდებიან ნაჩვენები შედეგების მიხედვით. გუნდური შედეგები განისაზღვრება, გუნდის ყველა წევრის მიერ ნაჩვენები შედეგების ჯამით, რომლებიც მოხვდებიან 15 საუკეთესოთა შორის. გამარჯვებულები და პრიზიორები ჯილდოვდებიან: მედლებით, თასებით და ფასიანი პრიზებით.
ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს ქალაქებისა და რაიონების ნაკრები გუნდები და ცალკეული მეკლდეურები: მესტია-2 გუნდი, ქუთაისი, ბათუმი, ლენტეხი, სტეფანწმინდა, ნიქოზი-თითო-თითო გუნდი.

IMG_5738

IMG_5735

IMG_5733

Leave a Reply

*

captcha *