2018 წელს „აწარმოე საქართველოში“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან 1 574 განაცხადი შევიდა, მეორე ეტაპზე კი 156 გადავიდა. სანამ გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი, მანამდე 2015-2017 ქვემო სვანეთიდან წელს პროგრამაში გამარჯვებული იდეების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ქვემო სვანეთში 2015 წელს დაფინასება მხოლოდ ხუთმა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან სამმა გრანტი საოჯახო სასტუმროს, ერთმა მარკეტის და ერთმაც სამკერვალოს გახსნისთვის.
რადიკალურად განსხვავებული იყო მდგომარეობა 2016 წელს, როდესაც ქვემო სვანეთიდან გამარჯვებულად 43 ბენეფიციარი დასახელდა. დაფინანსებულ ბიზნესიდეებს შორის ამ შემთხვევაშიც საოჯახო სასტუმროები ლიდერობს. ადგილობრივებმა გრანტები ასევე მიიღეს შემდეგი საქმიანობისთვის: საკონდიტორს, მავთულბადის საქსოვი საამქროს, საფეიქრო და ხის საამქროს, ავტო-ტექმომსახურების ცენტრის, სავაჭრო ობიექტის, ინკუბატორის, სარიტუალო დარბაზის, კვების ობიექტის, მექანიზაციის ცენტრის, სავაჭრო ობიქტის, საცხობის გახსნისთვის და სვანური მარილის, ხელნაკეთი ნივთების და სუნელების დამზადებისთვის.
დაფინანსებული პროექტების ფაგრლებში ქვემო სვანეთში 2015- 2016 წლებში 181 ადამიანი დასაქმდა.
რაც შეეხება 2017 წელს. წინა წლისგან განსხვავებით „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ დაფინასებული პროექტების რაოდენობა მცირედით შემცირდა და 33 შეადგინა, განსხვაბუელი იყო იდეებიც, როგორიც არის: სტომატოლოგია-სატექნიკო ლაბორატორიის, ავტო სამრეცხაოს, ავეჯის წარმოების, სამშენებლო მასალების და მრავალპროფილიანი საამქროს გახსნა და მეფუტკრეობის განვითარება.
2018 წლის ივლისის მონაცემებით, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით მხარდაჭერილია 372 პროექტი.
მხარდაჭერილი პროექტები მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 904 მლნ ლარზე მეტია.
აქედან, კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 472 მლნ ლარზე მეტია.
“აწარმოე საქართველოში”-ს ცნობით, ამ პროექტებით სულ 14 700- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.