“სვანეთი ჩვენი სიამაყეა”- ამ სახელწოდებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში 29 ნოემბერს ღონისძიება გაიმართება. მასში მონაწილეობას ქვემო სვანეთის საჯარო და საბაზო სკოლები მიიღებენ, ღონისძიება სამ ეტაპად დაიყოფა: პირველი- მოეწყობა გამოფენა, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები, (ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვი ან ხისგან დამზადებული ნივთები)გამოფენა ღონისძიების ბოლომდე გაგრძელდება. მეორე ნაწილში ჩატარდება ვიქტორინა, სადაც დასმული იქნება კითხვები სვანეთზე (კულტურა, ტრადიციები, ისტორია, ენა, ) ხოლო მესამე ნაწილი დაეთმობა სვანურ ფოლკლორს. კომპეტენტური ჟიური თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ სკოლის გუნდებს წიგნებსა და სიგელებს გადასცემს.
ღონისძიება მოსწავლეების სვანური კულტურით, ტრადიციებით და ისტორიით დაინტერესებას ითვალისწინებს. ორგანიზატორების თქმით, ქვემო სვანეთის რეგიონში, ახალგაზრდებში სვანური ენისა და კულტურის დავიწყება შეიმჩნევა.