ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ლენტეხში ხმების უმრავლესობა – 77.08% დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მას მხარი 2 247-მა მოქალაქემ დაუჭირა. რაც შეეხება, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მან 22.92%-ის მიღება შეძლო. გრიგოლ ვაშაძეს ხმა 668 ამომრჩეველმა მისცა.
რაც შეეხება, მონაცემებს საქართველოს მასშტაბით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.46% მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23%-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 72.72%, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა წალკაში – 43.12%.