12 თებერვლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები გაიმართება. აღნიშნულ სხდომებზე მოსახლეობა საკუთარი დასახლებების პრობლემებზე იმსჯელებს და თავადვე გამოყოფს პრიორიტეტებს, რომლებიც შემდგომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ღონისძიებაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ თითოეულ სოფელზე 5 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, თანხა შესაძლოა, გაიზარდოს. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
საქართველოს მასშტაბით მსგავსი შეხვედრები 3 700 სოფელში გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი კი 20 მილიონი ლარია.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილი კრებების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
ლენტეხის მუნიციპალიტეტის დასახლებაში საერთო კრების ან კონსულტაციის გამართვის თარიღი, დრო და პროექტის საორიენტაციო…
Posted by ლენტეხის მუნიციპალიტეტი on ხუთშაბათი, 17 იანვარი, 2019