ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაორმაგდა. მოსახლეობის მიერ შერჩეული საკითხის განხორციელებისთვის თითოეულ სოფელს არა ხუთი, არამედ ათი ათასი ლარი გადაეცემა. ამის შესახებ ,,ლენტეხთან“ მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა ისაუბრა.
,,სოფლის კრებები 12 თებერვლიდან დაიწყება. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა აქტიურობას გამოიჩენს. ვფიქრობ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ბევრი საინტერესო პრობლემა წამოიჭრება და გადაწყდება კიდეც“,-ამბობს ლიპარტელიანი.
სოფლის კრებები ლენტეხის მუნიციპალიტეტში 12 თებერვლიდან დაიწყება.