მათ, ვინც ქვემო სვანეთსა ან რაჭა-ლეჩხუმის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და ჩირის წარმოებითაა დაინტერესებული, საკუთარი საქმიანობის გაძლიერების საინტერესო შესაძლებლობა ეძლევათ.
ენერგოეფექტურობის ფონდი პროექტის „საკვები და სამკურნალო ნედლეულის „ცივი შრობის“ ენერგოეფექტური ტექნოლოგიის დანერგვა და პოპულარიზაცია“ ფარგლებში დაინტერესებულ პირებს წარმოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწის გარდა, საშრობი დანადგარის შეძენა-დამონტაჟების ღირებულების 50%-ის დაფინანსებას სთავაზობს. ფონდი მეწარმეებს წარმოებული პროდუქციის რეალიზებაშიც დაეხმარება.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც გააჩნია ნედლი სავების პროდუქტის გამოშრობისა და რეალიზაციის გამოცდილება ანდაც მკაფიო ხედვა აღნიშნული საქმიანობის დასაწყებად. პროექტში ჩართულობისთვის, ასევე აუცილებელია, მონაწილეს საშრობი დანადგარის ღირებულების ნახევრის გადახდა შეეძლოს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ,,ენერგოეფექტურობის ფონდის“ წარმომადგენელს აღნიშნულ ნომერზე 599 48 48 62.