20 მაისს, პროგრამა ,,ახალგაზრდული ფესტივალის” ფარგლებში ქალაქ ამბროლაურში ჩატარდა რეგიონალური ტურნირი სპორტის სამ სახეობაში: კალათბურთი, ფრენბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.
რეგიონალურ ტურნირში ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან სპორტის სამივე სახეობაში ორი სკოლა იყო წარმოდგენილი. სამივე გუნდმა შეძლო ფინალში გასვლა. წარმატებით იასპარეზეს: ლენტეხის პირველი საჯარო სკოლის ვაჟ კალათბურთელთა, ამავე სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდებმა. მათ შეძლეს ფინალში გასვლა და ივლის-აგვისტოს თვეებში მანავის ,,სპორტულ-შემეცნებით საზაფხულო ბანაკის” საგზურის მოპოვება. საზაფხულო ბანაკში 18 მოსწავლე გაემგზავრება .
პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდული ეროვნული ცენტრი” ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით ახორციელებს .