საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევები და გამოწვევები და ევროპულ ღირებულებები,- ამ საკითხებზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ და მოწვეულმა ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რეგიონებში ეფექტური კომუნიკაციის წარმოება.
პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შეხვედრები იმართება რეგიონის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტების მერიებში.