7 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მუხრა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ, ორი სოფლის თეკალისა და ტვიბის დამაკავშირებელი გზა წაიღო. ამ დროისთვის, გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და ორ სოფელს შორის საავტომობილო მოძრაობა 8 ივნისს აღდგება. ძლირ წვიმისა და მდინარის ადიდებას მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია. სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის და ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.