ორი ოქროს, ერთი ვერცხლის , ოთხი ბრინჯაოს მედლი და შეჯიბრის პირველ დღეს საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი – ასეთია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ძიუდოისტების წარმატება. სპორტსმენები 6-7 ივლისს ბათუმში გამართულ სულიკო ფეიქრიშვილის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრზე იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული და კანადის, თურქეთისა და აზერბაიჯანის გუნდები.
ბათუმში წარმატებით იასპარეზეს და პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: გიორგი ჩანქსელიანი 46 კგ. და ალექსანდრე ქურასბედიანი 55კგ. ( ლენტეხის სექცია). მეორე ადგილი დაიკავა გიორგი რატიანმა (ჩოლურის სექცია). მესამე ადგილები მოიპოვეს: ნიკოლოზ ლიპარტელიანმა 55 კგ.(ლენტეხის სექცია), საბა აფაქიძემ 66 კგ, ნოდარ აფაქიძემ 60 კგ. ლუკა გვიჭიანმა 50 კგ.( ხელედის სექცია).