საშიშროება, რომელიც მაღალმთიან სოფელ სასაშს უახლოვდება. გლობალური პრობლემა მიგრაცია ამ სოფელში საგანგაშოდ იგრძნობა. ლენტეხის რაიონის ეს ულამაზესი მხარე უადამიანობას უჩივის. მაცხოვრებელთა ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია. ისინი ამბობენ, რომ სოფელში სიცოცხლე მხოლოდ ზაფხულის სეზონზე იგრძნობა.
