მუნიციპალიტეტის შესახებ

                                                                          ლენტეხის რაიონის ზოგადი მიმოხილვა

      ლენტეხის რაიონი (ქვემო სვანეთი) საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიული მოწყობის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშია და დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, იგი მდინარეების ხელედურასა და  ცხენისწყლის ხეობებში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 85-ე კმ-ზეა გადაჭიმული. საზღვრების საერთო სიგრძე 320კმ-ია. ტერიტორიის საერთო ფართობი 13400ჰექტარია.

                                                                       ბუნებრივი პირობები

  რელიეფი მრავალ ქედს,ხეობასა და ქვაბულს მოიცავს.ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი,აღსანიშნავია10 კმ-იანი სიგრძის სვანეთის კავკასიონის ქედი.განშტოებებიდან აღსანიშნავია ლაქუცა-ლარტყალის და კარეტის ალპური ლანდშაფტის ქედები.ფერდობები მდინარეთა ღრმა და ვიწრო ეროზიული ხეობებითაა დასერილი.ზესხოს ქედის სიგრძე 15 კმ-ია სიგანე 6 კმ.სიმაღლე 2825 მეტრი.ქედზე ორი მყინვარი.კალთებზე ხშირია ცირკები,ტროგები და მორენები.

   სვანეთის მაღალმთიანი ქედის სიგრძე 90 კმ-ია.სიგრძე 23 კმ.სიმაღლე 4010მ.ხასიათდება ნაზი რელიეფით.ზოგან ციცაბო კლდოვანი მასივებით,აღსანიშნავია უღელტეხილი ლატარი.(2830) თანამედროვე მყინვარებით,აღმოსავლეთით ლაჰილი და მდინარეული ხეობები.

     რეგიონში მთიანი რელიეფის გამო კლიმატი ვერტიკალური ზონალურობის მიხედვით იცვლება. მთა-ტყის ზონაში 1900-2000 მეტრის ფარგლებში, საშუალო წლიური ტემპერატურა 3,2-9,4c მერყეობს. 760 მეტრის სიმაღლეზე ყორულდაშია 3,2c. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1250-1390მმ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ტყის ზონის ზემოთ ნოტიო ჰავაა, მუდმივი თოვლი და მყინვარებია.

    მთა-ტყეთა ზონაში 1000-1200მეტრზე და უფრო მაღლა მცირე სისქის ყომრალი ნიადაგებია. ტყის ზონის ზემოთ განვითარებულია მთა-მდელოთა კორდიანი და კორდიან-ტორფიანი, ხოლო ალპურ ზონაში მთა-მდელოთა პრიმიტიული და მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი ნიადაგები.

   რაიონის მდინარეები შავი ზღვის აუზში ჩაედინება. ლენტეხის რაიონის დიდი ნაწილი ტყეებს უჭირავს 82989ჰექტარი. დაახლოებით 1000-1200მეტრამდე ფართო ფოთლოვან ტყეს ქმნის. წიფელა, წაბლი, ცაცხვი, რცხილა და სხვა. უფრო ზემოთ 1500-1600 მეტრამდე წაბლნარი. ტყის ზონის ზედა სარტყელში ხარობს ნაძვი, სოჭი, უფრო მაღლა 2400-2500მეტრამდე ვრცელდება სუბ-ალპური ტყე-მდელო-არყით, მაღალმთის ბოყვით, ცირცელით, მაღამთის მუხით, წიფლით და ნეკერჩხლის ტყეებით. ბუჩქნარებიდან გვხვდება დეკა, მთის მოცვი, კეწერა, მაჭაღვერი. აღსანიშნავია აგრეთვე მარადმწვანე მცენარე შქერი და სხვა. მაღალბალახეულობიდან ბევრია დიყი, დუცი, დეზურა, მთის შროსანი და სხვა. 2500მეტრიდან 3000-3100მეტრამდე მარადი თოვლის საზღვრამდე ხვდება ალური მდელოები.

                                                                         ცხოველთა სამყარო

    მდიდარია ცხოველთა სამყარო. ბინადრობს მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა, ევროპული შველი, არჩვი, კვერნა, მაჩვი, კურდღელი, დედოფალა, ციყვი.  ალპურ ზონაში ცხოვრობს ჯიხვი, პრომეთე, მემინდვრია და სხვა.

   ფრინველებიდან გავრცელებულია როჭო, შურთხი, შევარდენი, ქორი, მიმინო, ძერა, არწივი, სვავი, ორბი, ბუ, კოდალა, გუგული და სხვა.

   მდინარეებში ბევრია კალმახი.

                                                                     ისტორიული მიმოხილვა

    სვანები, ქართველთა ერთ-ერთი უძველესი შტო, წერილობით წყაროებსა და ზეპირსიტყვიერებაში იხსენიება, როგორც  სვანი, სოანი, სანი, სონი, მშანი, მისიმიანი, სანიგი, სეანო-კოლხი, ეგრო-სეანი, ებზე, წანი და სხვა.

   სვანური ენა ენათმეცნიერთა მტკიცებით წინარე ქართველური ფუძე-ენიდან მომდინარეობს. ქართულთან და ზანურთან (მეგრულ-ჭანურთან ) ერთად შეადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა განშტოებას. ამას ადასტურებს სვანურ ენაში კარგად შემონახული უძველესი ქართველური ლექსიკა და მისი არქაული ნიშნები.

  სვანურ ენაზე ლაპარაკობენ მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე კოდორის ხეობაში (აფხაზეთის სვანეთი). ლათის და აჟარის საკრებულოს მცხოვრები. სვანურ ენაში ოთხი დიალექტია ბალსზემოური, ბალქვემოური(ზემოსვანური), ლაშხური და ლენტეხური (ქვემოსვანური).

  სვანეთი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ადრინდელ საუკუნეებში კოლხეთის შემდეგ ეგრისის და აფხაზეთის (მე-8 მე-10სს), ხოლო უფრო მოგვიანებით მე-11 მე-15 საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ერთიანი საქართველოს სამეფო სამთავროებად დაშლის შემდეგ სვანეთი დაიყო: 1.ე. წ. დადეშქელიანთა სამთავროდ (ზემოსავანეთის დასავლეთ ნაწილი), აფხაზეთის სვანეთი და ჩრდილო კავკასიის ცენტრალური მთიანეთის ნაწილი. 2. ბალზემოსვანეთად (ზემოსვანეთის აღმოსავლეთი ნაწილი ე. წ. ,,თავისუფალი სვანეთი) 3. ქვემო სვანეთად (მდ. ცხენისწყლის ხეობა-ლაშხეთის, ჩოლურის და ლენტეხის თემებით).

   მე-13 საუკუნის პირველ ნახევარში ქვემო სვანეთი ლეჩხუმთან ერთად ოდიშის მთავარმა დაიმორჩილა. ამიტომ მას სხვანაირად სადადიანო სვანეთსაც უწოდებდნენ.

   ლენტეხის რაიონი, ანუ ქვემო სვანეთი, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეული, სათავეს სწორედ მე-18 მე-19 საუკუნეებიდან იღებს.

   სვანებმა ქრისტიანობაც დანარჩენ ქართველებთან ერთად მიიღეს და დღემდე ინარჩუნებენ, როგორც ერთადერთ და ძირითად აღმსარებლობას.  ამაზე მეტყველებს სვანეთში ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე.

   სვანთა საერთო ქართულ-ეროვნული აზროვნების, ცნობიერებისა და თვითშეგნების თვალსაზრისით ნიშანდობლივია ლატალის თემის სოფელ მუხურის ერთ-ერთი ეკლესიის ხატის წარწერა: ,,წმინდაო მთავარ ანგელოზო მუხურისაო, ხელთუქმნელო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დიდებულნი და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სუანნი.“