12 თებერვლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები გაიმართება. აღნიშნულ სხდომებზე მოსახლეობა საკუთარი დასახლებების პრობლემებზე იმსჯელებს და თავადვე გამოყოფს პრიორიტეტებს, რომლებიც შემდგომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. ღონისძიებაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოციალურ გვერდზე ვკითხულობთ, რომ თითოეულ სოფელზე 5 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა ჩვენ ხელთ…
კენკროვანი კულტურების განვითარებისთვის USAID-ის საგრანტო პროგრამის განაცხადების შეტანის ვადა 31 იანვარს იწურება
სოფლის მეურნეობის განვითარების USAID-ის ახალი საგრანტო პროგრამა, კენკროვანი კულტურების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობისთვის, საგრანტო განაცხადებს 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით ელოდება. დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები: ღია გრუნტზე და სათბურში კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობის მოწყობა. ღია გრუნტზე და სათბურში კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენება. წინასწარი გაცივების შიდასამეურნეო ინფრასტრუქტურის მოწყობა (სორტირების, დახარისხებისა და შეფუთვის ხაზების შემოტანა შერჩეული კენკროვანი კულტურებისთვის) ვინ მიიღებს…
რა დრო სჭირდება ნარჩენების სრულად დაშლას
ფაქტები და ციფრები: ადამიანებისათვის დამზადებული საკვების 1/3 იყრება: მსოფლიოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი 1.3 მილიარდ ტონას შეადგენს. სამშენებლო ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, Transparency Market Researchის თანახმად, 2025 წლისთვის, სამშენებლო ნარჩენების რაოდენობა ორჯერ გაიზრდება და მსოფლიოს მასშტაბით 2.2 მილიარდ ტონას მიაღწევს. 2050 წლისთვის ნარჩენების მთლიანი რაოდენობა მსოფლიოში 70%ით გაიზრდება. ყოველ წუთში, მსოფლიოში 1 მილიონი პლასტიკის ბოთლი…
საინტერესო ფაქტები ნარჩენების შესახებ
ნარჩენები შეიცავს 1000მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ნარჩენების არასწორმა მოპყრობამ, შენახვამ, შეგროვებამ და განთავსებამ შეიძლება დიდი რისკი შეუქმნას გარემოსა და საზოგადოების ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მაღალია ეს რისკები მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, სადაც ნარჩენების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო ნაგავსაყრელები, იზიდავს რა მწერებს, მავნებლებსა და ლეშიჭამიებს, რომლებსაც წყლითა და ჰაერით გადააქვთ…
მაჩუბი – საოჯახო კულტურის ცენტრი სვანეთში
როდესაც სვანეთზე ვიწყებყთ საუბარს პირველი კოშკები გვახსენდება. კოშკები დღემდე სვანეთის სავიზიტო ბარათად რჩება, თუმცა ცოტა თუ იცის კოშკის განუყოფელი ნაწილის – მაჩუბის შესახებ. ყოველი კოშკის გვერდით აუცილებლად დგას (იდგა) მაჩუბი, საცხოვრებელი სახლი 2 ან 3 სართულით და შიდა გასასვლელით კოშკში. ოჯახის ზამთრის საცხოვრებელის ცენტრში გამართული იყო კერა. კერის მდებარეობა განსაზღვრავდა მაჩუბის გეგმას: კერის წინა მხარე…
ლენტეხში 77%-ით სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ლენტეხში ხმების უმრავლესობა – 77.08% დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. მას მხარი 2 247-მა მოქალაქემ დაუჭირა. რაც შეეხება, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მან 22.92%-ის მიღება შეძლო. გრიგოლ ვაშაძეს ხმა 668 ამომრჩეველმა მისცა. რაც შეეხება, მონაცემებს საქართველოს მასშტაბით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.54, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 40.46% მიიღო. კენჭისყრაში…
ლენტეხში ხმა 2316-მა ამომრჩეველმა მისცა
15:00 საათის მდგომარეობით, ლენტეხში საკუთარი არჩევანი უკვე 2316-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 39.4%-ია. აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. საქართველოს მასშტაბით კი, ხმა ამომრჩევლის 38.8%-მა მისცა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი პოზიცია 1363493-მა მოქალაქემ დააფიქსირა.
ლენტეხში ამომრჩეველთა აქტივობამ 21.5% შეადგინა
ლენტეხში, 12 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი მოქალაქეთა 21.5%-მა დააფიქსირა. ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა აქ 1264-მა ადამიანმა მისცა. რაც შეეხება, ამ დროისთვის ,საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ აქტივობას, 12:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 688551-მა მოქალაქემ გამოხატა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 19.6%-ია.
მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს
მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათით მოსარგებლე პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა წევრის მიერ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა. კანონპროექტში ნათქვამია, რომ ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა ის წრე უნდა გაფართოვდეს, რომლებიც დღესდღეობით იმ შეღავათით ვერ სარგებლობენ, რითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი სარგებლობს. კერძოდ, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ სოციალური შეღავათი უნდა ჰქონდეთ…
“სვანეთი ჩვენი სიამაყეა” -ღონისძიება ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში სვანური კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციისთვის
“სვანეთი ჩვენი სიამაყეა”- ამ სახელწოდებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში 29 ნოემბერს ღონისძიება გაიმართება. მასში მონაწილეობას ქვემო სვანეთის საჯარო და საბაზო სკოლები მიიღებენ, ღონისძიება სამ ეტაპად დაიყოფა: პირველი- მოეწყობა გამოფენა, სადაც შეძლებთ დაათვალიეროთ მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები, (ნახატები, ნაქარგები, ნაქსოვი ან ხისგან დამზადებული ნივთები)გამოფენა ღონისძიების ბოლომდე გაგრძელდება. მეორე ნაწილში ჩატარდება ვიქტორინა, სადაც დასმული იქნება კითხვები…