პირველი თოვლი ლენტეხში ლენტეხის მუნიციპალიტეტში პირველი თოვლი მოვიდა. ფოტოები გადაღებულია სოფელ თეკალში ფოტოს ავტორი: რუსუდან გელაშვილი
2018 წელს „აწარმოე საქართველოში“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან 1574 განაცხადი შევიდა
2018 წელს „აწარმოე საქართველოში“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან 1 574 განაცხადი შევიდა, მეორე ეტაპზე კი 156 გადავიდა. სანამ გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი, მანამდე 2015-2017 ქვემო სვანეთიდან წელს პროგრამაში გამარჯვებული იდეების შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ქვემო სვანეთში 2015 წელს დაფინასება მხოლოდ ხუთმა ბენეფიციარმა მიიღო. აქედან სამმა გრანტი საოჯახო სასტუმროს, ერთმა მარკეტის და ერთმაც სამკერვალოს გახსნისთვის….
სვანური ქუდის ამბავი
სვანური ქუდი ზამთარში თბილია და ადამიანს სიცივისგან იცავს, ზაფხულში კი მზის მცხუნვარებისგან. სვანური ქუდი სამი ფერისაა. შავი ფერი-ქვესკნელი ანუ გარდაცვალებულთა სულები, თეთრი-ზესკნელი ანუ ანგელოზები, წმინდანები, ნაცრისფერი ანუ წუთისოფელი. რომლის მკვიდრიც ვართ ჩვენ ცოცხალი ადამიანები. “სვანური ქუდის პირველი წრე ქალის მიერ მიცემულ ახალ აღთქმას ნიშნავს, ხოლო მეორე წრე ჯვრის ტვირთვას, ჯვარცმას გოლგოთის მთაზე, რომელიც ნიშნავს ,,თხემის…
ევროკავშირი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების მიხედვით, არჩევნები იყო “კონკურენტუნარიანი დაპროფესიონალურად ადმინისტრირებული”, რამაც ქართველ ამომრჩევლებს რეალური ნების გამოხატვის საშუალება მისცა. 28 ოქტომბერს საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩაატარა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების მიხედვით, არჩევნები იყო “კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული”, რამაც ქართველ ამომრჩევლებს რეალური ნების გამოხატვის საშუალება მისცა. საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა, როგორიცააადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმართვა და…
ცაგერის ოლქში 1% მხოლოდ პრეზიდენტობის ოთხმა, ლენტეხში კი ხუთმა კანდიდატმა გადალახა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქვემო სვანეთში ორი, #46 ლენტეხის და #45 ცაგერის საარჩევნო ოლქები ფუნქციონირებდა. #45-ე ცაგერის ოლქში მომრჩეველთა რაოდენობა 11 017 იყო და 41 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა. ამ უბნების მონაცემები ასეთია: სალომე ზურაბიშვილი –47,42%- 2 914 ხმა; გრიგოლ ვაშაძე- 27,66% – 1 700 ხმა; დავით ბაქრაძე – 17,92%- 1 101 ხმა; შალვა ნათელაშვილი –…
15:00 საათისთვის ლენტეხის ოლქში ამომრჩეველთა აქტიურობა 38,6%-მდე გაიზარდა
lentekhi.ge საპრეზიდენტო არჩევნებისსთვის ლენტეხის ოლქში ამორჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას განაგრძობს. ცესკოს 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 38.6%_მა დააფიქსირა, რაც რაოდენობრივად 2261 ამომრჩეველია. რაც შეეხება ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ აქტივობას, მან 30,98% -1 085 730 ამომრჩეველი შეადგინა. ცესკოს პრესპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, შედარებისთვის, 2013 წელს ამომრჩეველთა აქტივობა 32,1% იყო.
ლენტეხის ოლქში 12 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 22.1% იყო
ცესკო- ს 12 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 15.95%, (558 755 ამომრჩეველი) შეადგინა. მითითებული დროისთვის ლენტეხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 22,1 % შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1297 ამომრჩეველია. შედარებით დაბალი იყო აქტივობა ამ ოლქში 10 საათისთვის და ის 8,8%_ს, 515 ამომრჩეველს უდრიდა. სულ ლენტეხის ოლქში 5858 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქტივობის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ქვემო სვანეთის სკოლები მოსწავლეების გარეშე
ლენტეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ რცხმელურში ერთდერთი საჯარო სკოლაა, სადაც 28 მოსწავლე და 19 პედაგოგია. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რცხმელურის გარდა, მეზობელი სოფლების ბავშვებიც სწავლობენ. „კლასში დაახლოებით 3-4 მოსწავლეა, მაგრამ ყველა კლასი გვყავს. ჩემს ახალგაზრდობაში ამ სკოლაში 400 მოსწავლე სწავლობდა, ახლა კი სოფელში ძალიან ცოტა ბავშვია,“– იხსენებს რუსუდან გუგავა, რომელიც რცხმელურის საჯარო სკოლაში უკვე წლებია…
აზიური ფაროსანას გავრცელების რისკები ქვემო სვანეთში[video]
აზიური ფაროსანას ქიმიური პრეპარატებით და მექანიკური საშუალებით აქტიურად ებრძვიან დასავლეთ საქართველოში. მიუხედავად ამისა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის მოსახლეობა გვიყვება, რომ ბაღლინჯომ შემოდგომაზე მათი მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. რუსუდან გუგავა ამბობს, რომ აზიური ფაროსანა მათ სოფელსა და მუნიციპალიტეტში გასულ წელს არ შეიმჩნეოდა მაგრამ, წელს მავნებლემა პომიდორი, ყურძენი, სიმინდი და ჟოლო დაუზიანა. „ყოველ წელს ჩემს ეზოში გაშენებულ…
დაბინძურებული მდინარე და ნაგავსაყრელის მოუგვარებელი პრობლემა სოფელ ხელედში
„ყურადღება მდინარე ხელედურაში სასტიკად იკრძალება თევზაობა აპარატითა და ასაფეთქებელი ნივთირებებით!“ „ხელედურას ტერიტორიაზე უცხო ფუტკრის საძოვარზე შემოყვანა აკრძალულილა!“ – ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის შესასვლელში მდინარესთან არსებულ დაფაზე ამ აკრძალვებს ვხვდებით, თუმცა აქ ვერ ნახავთ გამაფრთხილებელ წარწერას იმის შესახებ, რომ მოსახლეობამ მდინარეში ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ ჩაყაროს. იმისთვის რომ სოფელში შეხვიდეთ მდინარე ხელედურაზე მოწყობილი პატარა ხიდი…